ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“
16 ივნისი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამართულ კიდევ ერთი ღონისძიებას - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ - დაესწრნენ.

ბათუმისა და მისი სტუმრებისთვის ოლიმპიადის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ღონისძიება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე - ბათუმის პიაცაზე გამართა.

სპეციალურად ამ დღისთვის, ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ოლიმპიადა 189 ქვეყანას საქართველოში გააერთიანებს, შესაბამისად, ბათუმის პიაცაზე გამართულ ღონისძიებაში 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი მონაწილეობდა. საჭადრაკო მაგიდებთან წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსი, რომლებთანაც თამაშში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დასახელდა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე.

სიმულაციური ოლიმპიადა სპეციალურად საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ფლეშმობით დასრულდა.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3802
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები