2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ღია მმართველობის პრინციპები და მაგალითები იყო დღეს სასტუმრო „შერატონში“ გამართული შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღია მმართველობის პრინციპების წარმატებულ მაგალითებს, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, მათ შორის განხორციელებულ ინიციატივებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.
NDI-ის კონსულტაციების ფარგლებში, ასევე განხილული იყო საერთაშორისო სტანდარტები: ღია მმართველობის პარტიორობა (OGP) და საქართველო, ღია მმართველობის პრინციპები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა, ელექტრონული პეტიციების პორტალები, ახალი ტექნოლოგიები და ონლაინ მექანიზმები.
შეხვედრას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.