ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
07 ივნისი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლემოსილების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას, საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული სტუდენტების სტაჟირებას, მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების შემუშავებას, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მოქმედი სხვადასხვა დარგობრივი კომისიების უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი ღონისძიებებისა და სხვადასხვა თემატური სამუშაო შეხვედრების დაგეგმვას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3139
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები