ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
01 ივნისი 2018
 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდები მოინახულეს. 

დეპუტატებმა ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები მიუტანეს და ადგილზე გაეცნენ მათ საცხოვრებელ და სააღმზრდელო გარემოს.
მოგვიანებით, მოზარდები საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მიიღო, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მომავალ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.
დღის ბოლოს მოზარდებს საკრებულოს წევრებმა ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში სადილზე უმასპინძლეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4262
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები