ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების გაერთიანებული სხდომა
28 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. 

დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნება ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება.
მათ შორის:
დაიწყება ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგების სამუშაოების მეორე ეტაპი - ფრიდონ ხალვაშის გამზირის მარჯვენა (მდ. ჭოროხის მიმდებარე) უბნის წყალმომარაგების სამუშაოები;
გაგრძელება ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობა. კერძოდ დაიწყება: ბაგრატიონის შესახვევის, გურამიშვილის ქუჩის, გურამიშვილის შესახვევის, მელიქიშვილის I შესახვევის, სააკაძის ქუჩის, სააკაძის შესახვევის, ჩოლოყაშვილის I და II შესახვევების კეთილმოწყობის სამუშაოები;
ასევე, გაგრძელდება ბონი-გოროდოკის დასახლების ქუჩების კეთლმოწყობა. კერძოდ დაიწყება: ვ. მაიაკოვსკის I, III და IV ჩიხის, ს. მესხის III ჩიხის, დ. ჭონქაძის ქუჩის, ი. გოგოლის შესახვევის, თ. სახოკიას ქუჩის, რ. თაბუკაშვილის ქუჩის, გ. წერეთელის ქუჩის, გ. ვოლსკის ქუჩისა და კულტურის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიწრო ჩიხების კეთილმოწყობის სამუშაოები;
დაგეგმილია მაგნოლიის ჩიხის კეთილმოწყობა, აეროპორტის გზატკეცილის N43-დან დავით აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე სანიაღვრე არხის მოწყობა, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. N131-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა;
დაგეგმილია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების მდგომარეობის შეფასება და ექსპერტიზა.
არჩილ ვანაძის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 6,787,5 ათასი ლარით იზრდება, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით - 543,5 ათასი ლარით, „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით - 6,000.0 ათასი ლარით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით; ასევე სხვა შემოსავლებით - 244.0 ათასი ლარით, რომლის მობილიზება ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე ატრაქციონებისა და ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ატრაქციონის („პანორამული ბორბალის“) იჯარიდან არის დაგეგმილი.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, პროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 6,774,6 ათასი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 167,924.5 ათასით განისაზღვრება.
ბათუმის საკრებულო დადგენილების პროექტით წარმოდგენილ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებს ხვალ, 29 მაისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2692
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები