ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ხელმისაწვდომი საცხოვრისით“- სარგებლობის კრიტერიუმები
25 მაისი 2018
 

დღეს საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში,,ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის” შემაჯამებელი განხილვა გაიმართა.

დოკუმენტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტების მიერ მომზადდა და მოწონებული იქნა მერიის შესაბამისი კომისიის მიერ.
„ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრა იმ ოჯახების კატეგორია, რომლებიც პროგრამით სარგებლობას შეძლებენ:
ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში, ორსულიანი ოჯახებისთვის - 400-1800 ლარის, სამსულიანი ოჯახებისთვის – 600-2400 ლარის, ოთხი და მეტსულიანი ოჯახისთვის კი – 800-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ოჯახის ერთ სრულწლოვან წევრს მაინც უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ბათუმში, სულ მცირე, ერთი წელი.
ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური.
ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი).
ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ,,ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის” ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 ხუთსართულიანი კორპუსის აშენება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მტმ“ ასრულებს.
პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადების მიღება საკრებულოს მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შემაჯამებელ შეხვედრას საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და სოციალური კვლევების ინსტიტუტის სოციოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2806
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები