ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საჭადრაკო ოლიმპიადის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
13 მაისი 2018
 

ბათუმში დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ბათუმელი სპორტსმენები და ახალგზარდები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი, აგრეთვე, საჭადრაკო ოლიმპიადის მედია-ტურნირის - „ბათუმი 2018“ მონაწილეები, ტელე-რადიო კომპანიების, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები.
საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელი ღონისძიების აღსანიშნავად, პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ცნობილ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან ერთად შეასრულა. საჭადრაკო პროექტის ფარგლებში თითო სიმბოლური სვლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმაც გააკეთეს.
დღევანდელი ღონისძიება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდეს რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ,,ბათუმი 2018“ ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3564
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები