ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პროფესორ რამაზ სურმანიძის საიუბილეო საღამო
10 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს წევრები - ნატალია ზოიძე და ნერიმან ცინცაძე აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რამაზ სურმანიძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ.

პროფესორ რამაზ სურმანიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს საღამოზე შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებმა.
რამაზ სურმანიძე წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო, შემოქმედებით და საორგანიზაციო საქმიანობას. იყო ბათუმის ჯანდაცვის განყოფილების გამგე, აჭარის კურორტების მართვის საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის არ-ის ჯანდაცვის მინისტრი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს წევრი. ასევე, გახლავთ აჭარის ჩოხოსან რაინდთა ორგანიზაციის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
არ ყოფილა საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის, ცხოვრებაში მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც პროფესორი რამაზ სურმანიძე არ გამოხმაურებოდა და ავტორიტეტული სიტყვა არ ეთქვა. მისი სამეცნიერო შრომები, ისტორიულ-გენეალოგიური ნარკვევები, რომანები და მოთხრობები, პუბლიცისტიკა მუდამ არის ინტერესის საგანი.
პროფესორი რამაზ სურმანიძე არჩეულია მედიცინის მეცნიერებათა, სამედიცინო ეკოლოგიისა და ფაზისის აკადემიების ნამდვილ წევრად. არის საქართველოსა და აჭარის დამსახურებული ექიმი, აბუსერისძე ტბელისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3750
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები