2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ დღეს თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში მაქბულე ქოჩაკს უმასპინძლა. საკრებულოს თავმჯდომარემ კონსულს დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. კონსულმა საუბრისას აღნიშნა, რომ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომლითაც ყოველდღიურად ასობით მოქალაქე სარგებლობს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება.
საკრებულოს თავმჯდომარემ გენერალურ კონსულს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.