2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის სერტიფიკატი ორმოცდაათ სტუდენტს დღეს სიმბოლურად ლუკა ასათიანის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ქალაქის მერი, ბათუმში არსებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ წარმატებულ სტუდენტებს ლუკა ასათიანის სტიპენდიის პროგრამაში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
,,ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის“ გაიცემა წელიწადში ორჯერ, იმ საუკეთესო შედეგების მქონე 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არიან ჩარიცხულნი და ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.