ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ანგისის სპორტული ბაზა საზეიმოდ გაიხსნა
01 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს წევრები დღეს ანგისის სპორტული ბაზის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის წევრები.
ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, აღიმართა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები.
• ანგისის სპორტული ბაზა 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს.
• პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შედგება 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან.
• ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები.
• ბაზის შენობა სამსართულიანია, მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია ტერასა მედია საშუალებებისათვის.
• შენობაში განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი.
• სპორტული ბაზა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.
სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 116 ათას 170 ლარია.
სპორტული ბაზის გახსნის ცერემონიალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ ,,დინამო ბათუმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ სპორტულ ბაზაზე პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ,,დინამო ბათუმი" და მარტვილის ,,მერანი" შეხვდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4153
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები