ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი ექნება
25 აპრილი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. 

საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქართველოს კულტურის და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობის სერტიფიკატს უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ხელი მოაწერეს და საფუძვლის ჩაყრის სიმბოლურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი ლეონიძის N15-ში შენდება. მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარამდეა გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2888
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები