ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
თამაზ სალუქვაძემ ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
17 აპრილი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ სალუქვაძემ დღეს, მერის წარმომადგენლის თანაშემწესთან მამული ლომაძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშოები დაათვალიერა. 

ქსენია ბახტაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი-2009“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ბათუმის ბიუჯეტიდან 299 ათასი ლარია გამოყოფილი. ბახტაძის ქუჩაზე და მის ორივე ჩიხში გზის საფარქვეშ წყლის ახალი სისტემა დამონტაჟდა და მოშანდაგდა, ამჟამად ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩის კეთილმოწყობა ივლისში დასრულდება.
გზის 600 მეტრზე ასფალტი იგება მარკოზ აჭარელის ქუჩაზეც. სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს. 281 გრძივ მეტრზე დამონტაჟდა სანიაღვრე მილები. უკვე დასრულებულია 50 მეტრი საყრდენი კედლების და სამი ხიდბოგირის მშენებლობა. სამუშაოები, იანვარში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. მარკოზ აჭარელის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 281 ათასი ლარია გამოყოფილი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3049
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები