ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დედა ენის დღე
14 აპრილი 2018
 

14 აპრილს, საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ასევე სამინისტროების და სხვა უწყებების წარმომადგენლები ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ და ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა.
ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად ითხოვდნენ. საპროტესტო აქციები ანალოგიური მოთხოვნით ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდნენ.
მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3367
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები