ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა.
12 აპრილი 2018
 

დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქ.ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

წარმოდგენილი პროექტი, რომელიც საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს აღწერს (2018-2030წწ) - ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების განვითარების სტრატეგიულ გეგმას. პროექტის მიზანია, ყველა მოქალაქისთვის ისეთი სატრანსპორტო გადაწყვეტილების შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი დანიშნულების ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას, მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირების ეფექტიანობისა და ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებას, ჰაერისა და ხმაურით დაბინძურების, სათბური აირების ემისეიბისა და ენერგო მოხმარების შემცირებასა და ა.შ.
პროექტი, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშავდებოდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტი.
საჯარო განხილვას საკრებულოს, მერიის, აჭარის მთავრობის, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, საპატრულო პოლიციის, გადამზიდავი კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3148
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები