2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო - ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
მალე ბათუმს ახალი ზოოპარკი ექნება, საკრებულოს წევრებმა დღეს ახალი ზოოპარკის მშენებლობისა და ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.
განკარგულების მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორია დაბა ჩაქვში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გამოიყო. როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოო კუთხის გადატანა და ახალი ზოოპარკის მშენებლობა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ,საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესზეც, ახალი დადგენილებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმი დააკონკრეტდა და დეტალურად გაიწერა თუ როდის, რა პერიოდულობით და რა შემთხვევაში გაიცემა მოქალაქეებზე მატერიალური თუ სხვა სახის დახმარება.