2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებს დადგენილების პროექტით განსაზღვრული ცვლილებები მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძემ წარუდგინა. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. მისივე განმარტებით, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა, ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინასება.
ცვლილების მიხედვით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, აღმზრდელის თანაშემწეებს და ტექნიკურ პერსონალს ახალი სასწავლო წლიდან ხელფასები გაეზრდებათ თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე (აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან უკვე ღებულობენ 20 %-ით მეტ ხელფას და სექტემბრის თვიდან დაგეგმილია დამატებითი ზრდა);
2018 წლის 1 ივლისიდან შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დასაქმებული მძღოლების შრომის ანაზღაურება გაიზრდება საათში 0,50 ლარის ოდენობით 6,25 ლარამდე;
მერიაში და მერიის დაქვემდებარებულ უწყებებში შენობების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები გატარდება;
ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში ახლად დაფუძნებული ორი იურიდიული პირის დაფინანსება: ა(ა)იპ - საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, ა(ა)იპ - მუნიციპალური სერვისების სააგენტო;
გაიზარდა არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება მოსახლეობის ფაქტიური საჭიროებების გათვალიწინებით;
გათვალიწინებულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის ახალი ქვეპროგრამა: თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50 %-იანი შეღავათებით მასწავლებლებთან ერთად ისარგებლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) არ აღემატება 625 ლარს თვეში;
გათვალისწინებული იქნა დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში ქ. ბათუმში რეგისტრირებულ მოსახლეობას (უპირატესად მოწყვლად და დაბალკონკურენტუნარიან ჯგუფებს) დაუფინანსდებათ შრომის ანაზღაურების ნაწილი 8 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 30%-ისა;
ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში ეზოების განვითარების მხარდაჭერის მიზნით მოხდება ეზოების ეკონომიკური პოტენციალის კვლევა, სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ბიზნეს გეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაპროექტება. ასევე დაპროექტებული სამუშაოების თანადაფინანსება 10000 ლარის ფარგლებში;
გახორციელდება ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა. გახორციელდება ყინულის სასახლის მიმდებარედ მშენებარე სპორტული კომპლექსის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობა 139 ავტომობილზე;
დაიწყება აკ. ვახტანგ შამილაძის და ლადო ასათიანის ქუჩების კეთილმოწყობა.
ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 437,200 ათასი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 161,150,000 ლარი შეადგინა.