ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა.
29 მარტი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. 

კომისიის წევრებმა იმსჯელეს დადგენილების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს. სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 437,200 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სპეციალურ ტრანსფერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50 პროცენტის გადახდის მიზნით, ასევე, დაგეგმილია მერიაში და მერიის დაქვემდებარებულ უწყებებში შენობების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები და დაიწყება აკ. ვახტანგ შამილაძის და ლადო ასათიანის ქუჩების კეთილმოწყობა.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე არსებულ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილების შეტანის და „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ მოწონების (შეთანხმების) საკითხები.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3135
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები