ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
23 მარტი 2018
 

დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა 1921 წლის 23 მარტს ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა, რის შემდეგაც, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის ბრძოლაში 1921 წლის მარტში 50 მებრძოლი დაიღუპა.
სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების საფლავების ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღები, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები. ნაწილის გადასვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მალევე მოხდა. 50-დან მხოლოდ 27 დაღუპულის ვინაობის დადგენა მოხერხდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3015
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები