2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თამარის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ სალუქვაძემ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბარცხანის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე, ტროტუარზე დამონტაჟებულია ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები. ამ დროისთვის მიდმინარეობს თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.
სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს. ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ახორციელებს, პროექტის ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო.