2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ დღეს ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ სალუქვაძეს, ბათუმის ვიცე-მერს თენგიზ პეტრიძეს, ქობულეთის მერს მირიან ქათამაძესა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მჭედლიშვილს შეხვდა.
ნათია ღვინაშვილმა თვითმმართველობათა ორგანოების წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომლებსაც ასოციაცია მომავალში განახორციელებს, უფრო მიზნობრივი და მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს.
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნული რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე მისი განხორციელების პროცესში ორგანიზაციის როლზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი მუშაობითა და მეტი კოორდინაციით შესაძლებელი გახდება თვითმმართველ ორგანოთა ხარისხის ამაღლება და ადგილებზე უფრო ეფექტიანი მმართველობის დამკვიდრება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ანალოგიური შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გამართ