ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საჯარო განხილვა
14 მარტი 2018
 

ბათუმის საკრებულოს წევრები დღეს ქ. ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების დოკუმენტის შემოღების შესახებ საჯარო განხილვას დაესწრნენ.

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების განსაზღვრის შესახებ შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია მერიის არქიტეტქტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტრეველმა წარადგინა. მირიან მეტრეველმა ვრცლად ისაუბრა ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის შემოღების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობა გადავა აბსოლუტურად ახალ განზომილებაში და დარეგულირდება ქალაქში დასაშვები მშენებლობების საკითხი. მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების დოკუმენტით კონკრეტული შეზღუდვები წესდება, მათ შორის, მშენებლობის სიმაღლის განსაზღვრისა და ურბანული იერ-სახის შენარჩუნების კუთხით.
შეხვედრაზე უცხო ქვეყნების ქალაქების განაშენიანების რეგულაციების შესახებ ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია მივიღოთ ქალაქის მიწათსარგებლობის კარგი გენერალური გეგმა, რომელიც შემდგომში დეველოპერს განუსაზღვრავს სამოქმედო გეგმას: „მათ უნდა იცოდნენ, სად არის კულტურული მემკვიდრეობის, ინდივიდუალური, არქეოლოგიური, ლანდშაფტური და ა.შ. დაცვის ზონები. ქალაქის ისტორიული ნაწილის რამდენიმე უბანში უნდა მოხდეს კონსერვაცია. აღნიშნული პროექტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, მას უკვე კანონის ძალა ექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, შემუშავდეს ისტორიული განაშენიანების გრძელვადიანი გეგმა კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში“.
საჯარო განხილვას ბათუმის მერი, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3731
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები