2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს „ბათუმის საკრებულოს წევრები დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არიან“, განმარტავს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებელი არის სიმბოლო ერთიანი და ძლიერი საქართველოსი და მისი ძეგლის დადგმის საკითხი არ შეიძლება გახდეს დაპირისპირების და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს მიერ „საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულებისადმი“ გაცემულ წერილობით პასუხს, რომ საკითხის გათვალისწინება ვერ მოხერხდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, განვმარტავთ: აღნიშნულმა ორგანიზაციამ ძეგლის დადგმის თხოვნით წინა მოწვევის საკრებულოს 2017 წელს, აგვისტოს ბოლოს მიმართა, მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარება თითქმის დასრულებული იყო. მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება საჭიროებდა გარკვეული პროცედურების გავლას და ხარჯთაღიცხვის წარმოდგენას, ასევე, საზოგადოების ჩართულობას, საჯარო დისკუსიებს, თუ სად, როდის და რა ესკიზით დადგმულიყო ძეგლი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილია 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება, რაზეც უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 ათასი ლარი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი უარს ამბობს დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვაზე. მუნიციპალიტეტი გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს ყველა ის საკითხი, რაც ძეგლის დადგმის პროცედურებს უკავშირდება“.