ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რატომ გვჭირდება გენდერული კვოტები?
06 მარტი 2018
 

დღეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტში (USAID) - გამართულ შეხვედრას “ რატომ გვჭირდება გენდერული კვოტები? “ დაესწრო. ნატალია ზოიძე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს, საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკასთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანასა და გენდერული კვოტირების შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, ინიციატორი კი საქართველოს 37 ათასზე მეტი ამომრჩეველი. გენდერული კვოტები, როგორც დროებითი მხარდამჭერი მექანიზმი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის ეფექტური საშუალებაა. კვოტების დაწესება უზრუნველყოფს პოლიტიკაში ქალთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოდგენას, რათა ქალებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება შეძლონ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3289
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები