ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
27 თებერვალი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. აღნიშნული განკარგულების მიღება გახორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის N784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დაიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ შესაბაბისად, რომლის მიხედვითაც მიწის ნორმატიულ ფასს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები ადგენენ.
სკარებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 2013 წლის 21 სექტემბერს, ქ. ბათუმში ზ. გამსახურდიას ქ.N11-ში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ცხრა ოჯახისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდში რიცხული ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხს. ამასთანავე დაზარალებულებზე გაიცემა რემონტის თანხები - 1 კვ.მ 250 ლარის ოდენობით საკუთრებაში გადასაცემი იმ ბინებისათვის, რომლებიც საჭიროებენ რემონტს, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულს დამატებით მიეცემა 5,81 კვ.მ საბაზრო ღირებულება კომპენსაციის სახით. როგორც სხდომაზე ითქვა, დაზარალებულებზე საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოებისათვის გაიცემა თანხა, ჯამში 107 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები კი გათვალისწინებული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში, რა მიზნითაც დაგეგმილია შესაბამისი ცვლილებების შეტანა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემრბის N-41 დადგენილებაში.
რიგგარეშე სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, ქ. ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3336
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები