2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის N4-ე საჯარო სკოლაში ბათუმის საკრებულოს ბაგრატიონის უბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ნატალია ზოიძისა და ნატოსა და ევროკავშირის ბათუმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ირმა გაბინაშვილის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორები მოქალაქეებს საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ქვეყნის ინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ.
ნატალია ზოიძემ საუბრისას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს ნატოსა და ევროკავშირის ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა გაბინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან საზოგადოების ინფორმირების კუთხით ცენტრის ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიურად ჩაერთონ.