2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე დღეს ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა და დასახლებაში მიმდინარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
თამარის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დასახლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ყოველ ორშაბათს 16:00 საათიდან ხვდება.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ამბობს, რომ დასახლებაში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს: „მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით კონკრეტული დახმარების თაობაზე, ეს იქნება სოციალური, ჯანმრთელობისა თუ სხვა ყოფითი პრობლემები. დღეს, მაგალითად, ახანაგობა „ერთობის“თავმჯდომარემ ნინო რევიშვილმა - ამხანაგობის ეზოს გამწვანების მოგვარება, ტბეთის ქუჩაზე მცხოვრებმა ბეგლარ ჩახვაძემ კი საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწესრიგება ითხოვეს. შეხვედრაზე, ასევე გამოიკვეთა ე.წ. ლტოლვილთა დასახლებაში გარე განათების ბოძებზე დამონტაჟებული ნათურების შეცვლის საჭიროებაც. ასეთი პრობლემების მოგვარება, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ვაგვარებთ კიდეც მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია ისეთი მომართვებიც, როცა საკითხი თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს ვუწევთ კონსულტაციას, თუ რომელ უწყებას რა ფორმით მიმართოს, ვეხმარებით შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში“.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვნია მოქალაქეები იცნობდნენ ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და იმ პროგრამებს, რომელსაც მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის შესაბამისად ახორციელებს, ეს იქნება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული განვითარება, გამწვანება თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება: „ასევე, მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ინფორმირებული, აქტიური მოქალაქე, რომელმაც იცის თვითმმართველობის განხორციელების პრინციპები, ბუნებრივია, ყოველთვის გვეხმარება ადგილობრივი პრობლემისა თუ პრიორიტეტის გამოკვეთაში, რასაც შედეგად მომავალი წლის ბიუჯეტში საკითხის გათვალისწინება მოჰყვება. ამის ნათელი მაგალითია მიმდინარე წლის ბიუჯეტში თამარ მეფის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის დაგეგმვა. წლების განმავლობაში ამ უბნის მოსახლეობა ერთ-ერთ პრობლემად სწორედ ფეხით მოსიარულეთა ხიდის არარსებობას მიიჩნევდა, რის გამოც ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები. მოსახლეობის ეს მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წელს ბათუმის ბიუჯეტში გაითვალისწინა და მისი მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება“.
დღესვე თამაზ სალუქვაძე თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების დასრულებულ და მიმდინარე კეთიმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
კეთილმოწყობის სამუშოები ამჟამად ორ ქუჩაზე - ი. ნონეშვილისა და ჯ. ქათამაძის ქუჩებზე მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩების გზის სავალ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი, მოწყობილია ბორდიურები, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე ჭები, დამონტაჟებულია ჭების ცხაურები და საგზაო ნიშნები. ტროტუარებზე მიმდინარეობს ფილების დაგება.
სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს თამარ მეფის გამზირზე, რომლის დასრულების შემდეგ, სხვა ქუჩების ანალოგიურად, კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
თამარის დასახლებაში 18 ქუჩის კეთილმოწყობაზე გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 4 479 639,11 ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მათი დასრულება 2018 წლის 1 ივნისამდე იგეგმება. გასული წლის განმავლობაში კეთილმოეწყო 13 ქუჩა. უკვე დასრულებულია აგარაკის ქუჩის, ი. კაზინეცის ქუჩის, ჯ. ქათამაძის ჩიხის, შრომის ქუჩის, ს. დიასამიძის ქუჩის, ი. ნონეშვილის ჩიხის, თამარ მეფის ჩიხის, ხ. ლორთქიფანიძის ქუჩის , ზ. ჭიჭინაძის ჩიხის, ზ. ჭიჭინაძის ქუჩის, ძმები ნობელების ქუჩის, ძმები ნობელების II შესახვევის და ძმები ნობელების I შესახვევის კეთიმოწყობა. აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწყო ბორდიურები, ტროტუარები, ჩამოისხა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გაკეთდა თუჯის ცხაურები, სანიაღვრე არხებისთვის ჩაიდო გოფრირებული მილები, მოეწყო სანიაღვრე ჭები ცხაურებით და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
უახლოეს მომავალში დაიწყება შინდისისა და ბაქრაძის ქუჩების კეთილმოწყობაც. სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბონდი - 2009“ ასრულებს.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებთან შეხვედრებზე ეტაპობრივად მოხდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტების გაცნობა.