ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა უნივერსიტეტში
29 იანვარი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ. შეხვედრაზე, რომელიც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საორგანიზაციო კომისიის წევრებმა კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრეს. საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროექტის საჯარო განხილვა ხვალ საჯარო მოხელეებთან შეხვედრით დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტზე უმაღლეს საბჭოში იმსჯელებენ. საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს.

საჯარო განხილვას აჭარაში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე, წინა მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3349
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები