ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ნარჩენების მართვის გეგმის პრეზენტაცია
22 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს ქ. ბათუმის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული გეგმა USAID/CENN-ის მხარდაჭერით პროექტის - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ - შემუშავდა. გეგმის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას პროექტის რეგიონალურმა კოორდინატორმა კახაბერ გუჩმანიძემ წარუდგინა. პროექტი, გარდა გეგმის შემუშვებაში მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისა, ითვალისწინებს ნარჩენების წყაროსთან სეპარაციის დანერგვაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის დახმარებას. 

პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამხანაგობების თავმჯდომარეები და სანდასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი მსხვილი ბიზნეს-ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4025
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები