ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეთა გამოფენა-გაყიდვა
21 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ დღეს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეთა გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა და რამდენიმე ნამუშევარი შეიძინა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე. მოსწავლეებმა გამოფენაზე, ძირითადად, ნახატები, თიხისა და თექისაგან საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეთა გამოფენა-გაყიდვა ყოველწლიურად წინასაახალწლოდ იმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3590
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები