ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„განავითარე შენი რეგიონი'' - შეხვედრა ახალგაზრდებთან
17 დეკემბერი 2017
 

17 დეკემბერს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივ ახალგაზრდებთან და სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა სოციალური პროექტის „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში, რომელშიც ახალგაზრდები საქართველოს სამოცდასამივე მუნიციპალიტეტიდან არიან ჩართული. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი. ახალგაზრდებმა საკრებულოს წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები, რომლებშიც საუბარი შეეხო რეგიონალური განვითარების თემას, ადგილობრივ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. შეხვედრამ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დასასრულს ომარ მახარაძე ახალგაზრდებს თვითმმართველობის არსსა და კომპეტენციებზე ესაუბრა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი გიგა გლუნჩაძე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4307
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები