ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სარაგბო კლუბის დაარსების 27 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
16 დეკემბერი 2017
 

ბათუმის რაგბის სტადიონზე დღეს აჭარაში სარაგბო კლუბის დაარსების 27 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ვეტერანმა რაგბისტებმა ამხანაგური თამაში გამართეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ახალი და ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები.
ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მოღვაწე ვეტერანი რაგბისტები დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს რეგიონში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე „ქართუ ჯგუფს“, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ბათუმის თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსის შექმნასა და ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3624
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები