2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიწვევით ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
საღამო საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის ოცდახუთი წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ამ თარიღთან დაკავშირებით თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლი“-ს წარმოდგენა გაიმართა.
„ანატოლიის ცეცხლი“ გრანდიოზული საცეკვაო ნომერია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 120-ზე მეტი მოცეკვავე მონაწილებს. დღემდე შოუ ასი ქვეყნის ორმოცმა მილიონმა მაყურებელმა ნახა. შოუ „ანატოლიის ცეცხლი“ ინარჩუნებს ადგილს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომერი.
საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.