ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში 2017 წლის მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა
20 ნოემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა გაიმართა. 2017 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის 20 ნოემბერს გამართვის თაობაზე განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ გახსნა და საკრებულოს წევრების წინაშე არჩევნების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა. ოლქის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ანზორ დევაძეს გადასცა. დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ცნობილ იქნა ახალი მოწვევის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, რის საფუძველზეც უფლებამოსილება შუწყდა ძველ მოწვევის საკრებულოს წევრებს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე, რომელსაც უხუცესი წევრი ანზორ დევაძე უძღვებოდა, სხდომის დღის წესრიგის თანახმად, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სულიკო თებიძის კანდიდატურა დასახელდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, 19 ხმით, სულიკო თებიძე გახდა. საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილეების თანამდებობებზე თამაზ სალუქვაძისა და ლაშა სირაბიძის კანდიდატურები დაასახელა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. დღესვე დასახელდნენ საკრებულოს ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომლებიც ხმათა უმრავლესობით თანამდებობებზე დაამტკიცეს. შედეგად, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე გახდა, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე - ზურაბ ნაკაიძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ომარ მახარაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - დიმიტრი ჭეიშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე - გოჩა მგელაძე. 2017 წლის მოწვევის ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ - 19, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’- 4, ,,ევროპულ საქართველოსა’’ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი თითო წევრი ეყოლებათ. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ქ. ბათუმის მერი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქალაქო სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3695
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები