ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ლაშა სირაბიძე გერმანული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა
05 ოქტომბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე დღეს გერმანული კომპანია „A+S Consult“-ის სატრანსპორტო სისტემების დაგეგმვისა და ტრანსპორტის მოდელირების სპეციალისტს, ექსპერტს დიმიტრი ბესპალოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტრანსპორტის სპეციალისტი გიორგი გიგაური და გაეროს განვითარების პროგრამის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის „მწვანე ქალაქები მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისთვის“ პროექტის მენეჯერი ლაშა ნაკაშიძე. შეხვედრისას მხარეებმა ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ტრანსპორტის გამტარუნარიანობის კუთხით ქალაქში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს გააცნო ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების შემაფერხებელი ძირითადი მიზეზები და აღნიშნა, რომ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, იგი საჭიროებსკომპლექსურ ჭრილში განხილვას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დაწყებულია ქალაქ ბათუმში ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება და მასში ბათუმის თვითმმართველობასთან ერთად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსტროა ჩართული. საუბრის დასასრულს დაიგეგმა სამშაბათს, 11 ოქტომბერს, მომდევნო შეხვედრის გამართვა გერმანულ მხარესთან ერთად ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში , რომელსაც თვითმმართველობის ორივე შტოს წარმომადგენლები და დარგით დაინტერესებული სპეციალისტები დაესწრებიან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 12289
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები