2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული ფორუმის დასკვნითი ღონისძიება „აქტიური მოქალაქეობიდან გმირობამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბი, პედაგოგები, მოსწავლეები და იძულებით გადაადგილებული პირები დაესწრნენ.
ღონისძიება პროგრამა „მომავალის თაობის“ ფარგლებში გაიმართა და იგი პროგრამა PH International-საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გახორციელდა. აჭარის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაუწია.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და აქტიური მოქალაქეობის პოპურარიზაცია გახლდათ.