2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხიდან 12 განიხილეს. განკარგულების პროექტის განხილვა, რომელიც შემდგომში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფის მიზნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში. ცვლილებების მიხედვით, ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობების, ასევე, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ჩატარებული დაფიქსირებული ეკონომიებისა და 2015 წლის ბიუჯეტიდან გარდამავალი ნაშთის საფუძველზე 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით, 6 725 600 ლარით გაიზარდა და ჯამში 152 500 000 ლარი შეადგინა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა, „საქართველოს საპატრიარქოს“ თხოვების უფლებით, უსასყიდლოდ გადასცეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კრამიტი და მოსაპირკეთებელი ფილები.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერს, ასევე, მიეცა თანხმობა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონში სოფელ გონიოში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 192,66 კვ/მ ფართის 2 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
ცვლილება შევიდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის N36 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას ემატება 13 ობიექტი და აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურსა და პირდაპირი განკარგვის წესით განსაკარგი ქონების წლიურ საფასურს ემატება იჯარით სარგებლობაში გასაცემი 1 ობიექტი.
ცვლილებები შევიდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილების გამოყოფის შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N69 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც ადგილების რაოდენობა გაიზარდა და განისაზღვრა 27 ადგილით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას, რომელიც სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ წარმოადგინა. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ქ. ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული წინადადება, რომელიც ბათუმში, დაბა მახინჯაურში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის არ მთავრობისაგან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში გადმოცემას ითვალისწინებს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სკვერის სტატუსი მიენიჭა.
„ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, N48-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ალექსანდრე კილაძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტსა და საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე „გმირთა ხეივანში“, ავღანეთის ომში (1979-1989 წწ.) დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის (ობელისკის) განთავსებას ითვალისწინებდა, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის შესახებ საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის წინადადება, რომელიც ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ეკრანისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის ბათუმის მერიის მიერ შეძენას ითვალისწინებს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა, ხელი მოაწეროს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერილ „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა - ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა IV“-ის ფარგლებში პროექტის სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თვითმმართველ ქ. ბათუმს შორის გასაფორმებელ „თანხის გადაცემის ხელშეკრულებას“.
საკრებულოს სხდომას, ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ვიცე-მერი, მერის მოადგილე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.