ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო მოსმენა
18 აპრილი 2016
 

საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო მოსმენა გაიმართა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ წარადგინა. ანგარიშის მოსმენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს წევრები, ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა.
საჯარო მოსმენის გამართვამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიში დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიაშიც განიხილეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 11827
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები