ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა გონიოს მოსახლეობასთან
29 თებერვალი 2016
 

საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ გონიოს მოსახლეობას  შეხვდა. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა და ორ საათს გაგრძელდა.
გონიოს მცხოვრებლები მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან საქმის განხილვის დაწყებას ითხოვდნენ.
კომისიის თავმჯდომარის ლევან კინწურაშვილის განცხადებით, კომისია რამდენიმე დღეში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსახლეობის ათკაციან ჯგუფს მომდევნო ორშაბათს გააცნობს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5848
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები