ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
22 იანვარი 2016
 

პროექტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს მორიგი სხდომა 

29 იანვარი, 2016 წელი 

11:00 საათი,  ქ. ბათუმი

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                             დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი :

 

განცხადება / ინფორმაცია
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ერმაკოვის ინფორმაცია, უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
2. საკრებულოს წევრის - ნატალია ზოიძის განცხადება გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით

 

პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს: არჩილ ვანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე/

 

 

2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს: არჩილ ვანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე/

 

 

3. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს: არჩილ ვანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე/

 

4. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: ეგარსლან ლომაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი/

 

 

5. „ქ. ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისათვის თენგიზ აბულაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: დიმიტრი დარჩია - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე/

 

6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: სულიკო შვენთიძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი/

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5315
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები