2024 წლის 30 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დღეს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შანდორ საბოს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკურ თანამშრომლობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ელჩს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ ერთობლივ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ხორციელდება. შანდორ საბო დღესვე ქ. ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძესა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო. უნგრეთის ელჩი ბათუმის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.