ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის შემაჯამებელი სხდომა
24 ნოემბერი 2015
 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის გაფართოებული სხდომა გიმართა. სხდომაზე განიხილეს ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და სხვა დარგობრივი კომისიის დასკვნები, შენიშვნები და წინადადები.  სხდომაზე, პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, კომისიამ  მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, რომელიც ხვალ, 25 ნოემბერს, წარედგინება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს.
სხდომას ესწრებოდნენ ბათუმის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, ბათუმის საკრებულოს სხვა კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად  საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა.
ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე არა  უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით დაუბრუნებს ქ. ბათუმის მერს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7599
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები