ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა
02 ნოემბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განიხილვა გაიმართა. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ძირითადად, ექვსი მიმართულებით გადანაწილდა და  ჯამში 147 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა.
მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს, ხვალ, 3 ნოემბერს კი, დაგეგმილია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერი პროგრამების ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
ბიუჯეტის განხილვას საკრებულოს წევრები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, მედია ორგანიზაციების, აჭარის არ მთავრობის, შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7701
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები