ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
26 სექტემბერი 2025
 

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე ათი საკითხი განიხილა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე, ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა) დაწესდა ცალმხრივი მოძრაობა;

დღეს გამართულ სხდომაზე ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიეტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე, დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომლითაც ქალაქ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N94-96-ში განხორციელებული ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგება იგეგმება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში მიხეილ შარაშიძის მე-V (N103 / მომიჯნავე N105-დან თოდოგაურის დასახლების N37-მდე მონაკვეთი) ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და მას გია ყანჩელის სახელი მიენიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის N15.15252415 განკარგულებით, მიხეილ შარაშიძის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და გია ყანჩელის სახელის მისანიჭებლად - გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე, სახელდებისათვის განსაზღვრული 20-წლიანი ვადის შემცირების მიზნით, დაშვებულ იქნა გამონაკლისი;


საკრებულომ ქალაქ ბათუმში ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ მონაკვეთს, შალვა ინასარიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკვერის სტატუსი და შალვა ინასარიძის სკვერის სახელი მიანიჭა;

საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი), რაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ზონის ცვლილებას, კერძოდ, არსებული ზონის სატრანსპორტო ზონით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-სა და აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს მხოლოდ ავტოსადგომების რაოდენობის და შენობის სიმაღლის დაზუსტებას;

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. N65-სა და ნონეშვილის ქ. N67-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე დახურული ტიპის დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას, რაზედაც ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულია დადებითი რეკომენდაცია;

საკრებულომ კიდევ ერთ გეგმარებით ერთეულზე (ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N15; N15 ა; N17; N19; N21; N23; N25; N25 ა; N27, დაბა მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი N15; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი განთიადი, დაბა მახინჯაურის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე) დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში შეიტანა არაარსებითი ხასიათის ცვლილება, რაც გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მისამართის დაზუსტებას ითვალისიწინებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 266
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები