ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისია
25 სექტემბერი 2025
 

საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტის 2020-2026 წლის პროგრამების ანალიზი მოისმინა.
კომისიის წევრებს საკითხი ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო მიქელაძემ წარუდგინა. სამსახურის ხელმძღვანელმა პროგრამულ ჭრილში ისაუბრა განხორციელებულ ღონისძიებებსა და იმ სიახლეებზე, რომელიც ამ სფეროში სამომავლოდ იგეგმება.
როგორც სხდომაზე ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნერიმან ცინცაძემ აღინიშნა, ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები კვლავ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 207
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები