2025 წლის 26 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა.
კომისიამ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, იმსჯელა ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე, ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა) ცალმხრივი მოძრაობის დაწესების საკითხზე;
ასევე განიხილა აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-სა და აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს მხოლოდ ავტოსადგომების რაოდენობის და შენობის სიმაღლის დაზუსტებას;
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. N65-სა და ნონეშვილის ქ. N67-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე დახურული ტიპის დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას, რაზედაც ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულია დადებითი რეკომენდაცია;
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ზონის ცვლილებას, კერძოდ, არსებული ზონის სატრანსპორტო ზონით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
კომისიამ კიდევ ერთ დამტკიცებულ გეგმარებით ერთეულზე (ქალაქ ბათუმში , თამარ მეფის გამზირი N15; N15 ა; N17; N19; N21; N23; N25; N25 ა; N27, დაბა მახინჯაური , თბილისის გზატკეცილი N15; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი განთიადი, დაბა მახინჯაურის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე) განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესატან არაარსებით ცვლილებაზე იმსჯელა. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისიწინებს გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მისამართის დაზუსტებას.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 26 სექტემბერს, 11 საათზე გაიმართება.