2025 წლის 19 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, იგეგმება ალელიშვილების 6-შვილიან ოჯახზე, საერთო ჯამში, 130 კვ.მ-დე საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
სხდომაზე კომისიის წევრებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა ირმა წილოსანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ორგანიზაციების გაწეული საქმიანობის შესახებ, რომლებთანაც ქალაქ ბათუმის მერია ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.