ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
26 მარტი 2025
 

მწვანე კონცხზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძე და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
მწვანე კონცხზე წყალმომარაგების ახალი ქსელი 1000 კბ/მ რეზერვუარის, საწნევო ხაზის და სატუმბი სადგურის, საქლორატორო და სადეზინფექციო შენობისა და შესაბამისი მოწყობილობის, საკონტროლო სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდგომ 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ მწვანე კონცხზე მცხოვრები 500-მდე ოჯახი და ამავე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტები.
პროექტის განსახორციელებლად ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება 2026 წლის აპრილში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მწვანე კონცხის მიმართულებით ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 34
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები