ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 იანვარი 2025
 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, კერძოდ, მეორადი ZONDA BUS-ის მარკის ავტობუსის, ა(ა)იპ „აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციისათვის“ უსასყიდლო, 2 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მერისთვის თნხმობის მიცემის საკითხი განიხილეს. პროექტის მიხედვით, ფედერაციასთან არსებული ავტოსკოლა აღნიშნული საზოგადოებრივი დანიშნულების ავტობუსს მძღოლების მომზადებისა და გადამზადების მიზნით გამოიყენებს.
კომისიამ, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში, განიხილა ქალაქ ბათუმში, კვინიტაძის ქუჩა №3-ში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისთვის ამავე მისამართზე ახლადაშენებულ შენობა-ნაგებობაში 74,35 კვ.მ საცხოვრებელი ბინის გადაცემის საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქონება მოქალაქეს ადრე არსებული ავარიული საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ქონების სახით უნდა გადაეცეს.
კომისიამ ასევე, იმსჯელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 26 მაისის ქუჩა N28 -ში, 1-ელ სართულზე მდებარე 44,7 კვ.მ ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნული ფართის გადაცემა ხორციელდება, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ფართის გადაცემა განხორციელდება ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „FORD TRANSIT”-ის მარკის M2 კატეგორიის მიკროავტობუსებით N20, 21, 22, 26, 26ა, 27 და 33 მარშრუტებზე, მგზავრთა 100%-იანი უფასო ტარიფის დაწესება ცალკეულ კატეგორიებზე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და მოსწავლეები; სტუდენტები; იძულებით გადაადგილებული პირები; პენსიონერები; საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები; პროფესიული კოლეჯის "Black sea" თანამშრომლები, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები; ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად, დაკორექტირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამით განსაზღვრული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამაც.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის საკითხი. კერძოდ: იცვლება შესაბამისი დადგენილების სათაური შემდეგი სახით - „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“; ასევე დადგენილებით დამტკიცებულ დანართში პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის - პროფესიული მოხელის სტატუსი იცვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსით.
აღნიშნული ცვლილების მიღება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 44
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები