ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
28 იანვარი 2025
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა, საკრებულოს წევრებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ რამდენიმე დადგენილების პროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილების შესახებ საკითხები წარუდგინა.
სხდომაზე ასევე , განიხილეს ქ.ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტში ცვლილებები.
საკრებულოს წევრებმა დღესვე, ადლიის ქუჩა N53-57-ში, მეზღვაურთა ქუჩა N12,14, 14ა და 16 -ში და გაგარინის ქუჩაN 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტში ცვლილებებზეც იმსჯელეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითრების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ოთხშაბათს, 29 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 52
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები